სუს - მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ, გამოძიება მომავალში იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში

სუს - მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ, გამოძიება მომავალში იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 33

სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის ლაშა მაღრაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც ლაშა მაღრაძემ განმარტა, მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ანა ნადარიშვილი მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში.

„მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე. ჰქონდა საშუალება ეპასუხა, მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან თუ ამაში ჩართული იყო ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე