სუს - ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს

სუს - ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს

57 წუთის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 66

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ვინაიდან წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ. „კამიტის” გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, სუს- ი გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ აგრძელებს, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს

ამასთან, სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის ლაშა მაღრაძის თქმით, BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

„გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად.

შესაბამისად, ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში.“- განაცხადა ლაშა მაღრაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე