📍 ტაბახმელაში მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პედაგოგია და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც TV პირველთან სკოლის დირექტორმა თქვა, პედაგოგი დილით სამსახურში უნდა მისულიყო, მისი არგამოცხადების შემდეგ კი დაიწყო ძებნა.
შსს აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო: ტვ პირველი
📍 ტაბახმელაში მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პედაგოგია და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
პოსტი ნახა: 23
წინა ახალი ამბავი
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, დე ფაქტო უწყების ცნობით, 1968 წელს დაბადებულ ემზარ ბაღიშვილს, რომელსაც "აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა" ჰქონდა, 12 მარტს "ჯაშუშობის" ბრალდებით აღუძრეს საქმე. ის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს.
შემდეგი ახალი ამბავი
თემქაზე ტრაილერის დაჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა