ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ბაზარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სროლის შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის ოთხი დაცვის თანამშრომელი და ერთი ქალია. Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის თავად თავდამსხმელიც.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.