ტატა ხვედელიანი - სამწუხაროა, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა, თუმცა „ოცნებამ“ დაიმსახურა ეს - ექსპერტებს მივაწოდეთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე და იმაზე, რომ გიორგი გახარიაზე პოლიტიკური შურისძიება ხორციელდება

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 14

ძალიან სამწუხაროა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა დღესდღეობით, თუმცა „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მან მედიასთან განმარტა, რა ინფორმაცია მიაწოდა „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ ექსპერტთა ჯგუფს, რომელმაც საქართველოში მუშაობა უკვე დაიწყო. ხვედელიანის განმარტებით, ექსპერტებთან პარტიის ლიდერზე გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმებზეც გაამახვილეს ყურადღება.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც ამოქმედდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მექანიზმის ამოქმედება მოხდა დღესდღეობით, თუმცა „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ჩვენი პარტიის წევრიც ესწრებოდა. ჩვენ მივაწოდეთ ექსპერტებს ინფორმაცია ადამიანის უფლებების იმ მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა როგორც ჩვენი პარტიის წევრების მიმართ, ასევე ზოგადად ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ პოლიტიკური შურისძიების აქტი ხორციელდება ჩვენს ლიდერზე გიორგი გახარიაზე, ამასთან დაკავშირებით მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, რომ მის მიმართ განხორციელდა ორი ძალადობრივი ქმედება, ორგანიზებული თავდასხმა. ვისაუბრეთ, ასევე ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე, სხვა ძალადობრივ აქტებზე, რომლებიც განხორციელდა „ოცნების“ მხრიდან, ამ ყველაფერზე ჩვენ ვესაუბრეთ ექსპერტებს. ვესაუბრეთ ადგილობრივად იმ მდგომარეობაზე, რაც „ოცნების“ პასუხისმგებლობით არის დღესდღეობით და ვაგრძელებთ ამ ფორმატში აქტიურ მუშაობას. ისინი არიან თავისუფალი თავის ქმედებაში. მთავარია, რომ ადეკვატურად მოიკვლიონ და დაინახონ არსებული მდგომარეობა, რაც „ოცნების“ პირობებშია, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებლის ფუნქცია და ამაში ჩართულები ვართ, თუმცა იმ მწვავე შეფასებების მიღმა, როგორ მოხდება პროცესის გაგრძელება, ამაზე, რა თქმა უნდა, თვითონ მათ უნდა დაველოდოთ. დღესდღეობით არის მოკვლევის პერიოდი და ესაუბრებიან ყველა დაზარალებულს ამ პროცესში, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, რა დასკვნებს გამოიტანენ და შემდეგ უკვე რაში გადაიზრდება“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა. თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე.  მანამდე, თეატრი დატოვეს მსახიობებმა: კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
თუ კიევი ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, მაშინ სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. „თუ ზელენსკის მიაჩნია, რომ სლოვაკეთის ნავთობით შანტაჟი უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს, ის ძალიან ცდება“, - განაცხადა ფიცომ.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე