ჭიათურაში 6 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი

ჭიათურაში 6 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი

7 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 278

„დღეს შიმშილობის მე-16 დღეა. ტარიელ მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა. ექიმებზე უარს ამბობს, ყველანაირ მედიკამენტზე უარს ამბობს. დიაბეტის ნიშნული აქვს ძალიან დაბლა ჩამოსული, რაც ძალიან კრიტიკულია ჯანმრთელობისთვის. დღეს აღარ გამოგვიძახებია სასწრაფო. ვურეკავთ, მოდიან, ეს უარს ამბობს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა დიაბეტიდან გამომდინარე. 6 მოშიმშილეა ჭიათურაში, სამს პირი აქვს ამოკერილი. ტარიელთან ერთად მირიან ლოლაძეა მშრალ შიმშილობაზე“, - ამის შესახებ ინტერპრესნიუსთან განაცხადა ირაკლი ჯიქიძემ. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე