ჭიათურაში უწყვეტი პროტესტის 134-ე და შიმშილობის 23-ე დღეა

ჭიათურაში უწყვეტი პროტესტის 134-ე და შიმშილობის 23-ე დღეა

19 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 397

ჭიათურაში უწყვეტი პროტესტის 134-ე და შიმშილობის 23-ე დღეა.

შიმშილობის მთავარი მიზეზი და მოთხოვნაა დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებაა.

მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე