ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ განცხადება

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ განცხადება

04-06-2025 16:08
პოსტი ნახა: 55

უკვე სამი წელია, ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთი,, მის კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, გორის მერიისგან ითხოვს მშენებლობის ნებართვას. მერიაში შეტანილ განცხადებას, ყოფილმა მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კანონით გათვალისწინებული 20 დღის ნაცვლად, ექვსი თვის შემდეგ გასცა პასუხი და სრულიად უკანონოდ, ,,თრიალეთს,, მშენებლობის ნებართვა არ მისცა.

ტელეკომპანია თრიალეთის მიმართ არაკეთილგანწყობილმა გორის ყოფილმა მერმა, ხინჩაგაშვიმა, ხელი შეუშალა თრიალეთ“კანონიერ მოთხოვნას, მაშინ როცა, სავარაუდოდ, პირადი ინტერესებით, მის მიერ, ყოველგვარი სამშენებლო სტანდარტებს დაცვის გარეშე გაცემულია, დაუშვებელი სამშენებლო ნებართვა.

ტელეკომპანია  ,,თრიალეთმა,, გასულ წელს მერიის უკანონობის გამო, სასამრთლოს მიმართა. სასამრთლო პროცესი 8 თვის შემდეგ ჩაინიშნა, სადაც, პირველ სხდომაზე, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა და ამისთვის ორკვირიანი ვადა მისცა.

მორიგების მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გორელი ანრი ოხანაშვილი დაინიშნა.

ოხანაშვილის დანიშვნის შემდეგ, მის მშობლიურ ქალაქში, მერის მოვალეობის შემსრულებლად კონსტანტინე ბუზალაძე დაინიშნა, რომელიც არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის მეგობარი, კლასელი და მეჯვარეა.

მას შემდეგ, რაც მერის მოვალეობას კონსტანტინ ბუზალაძე შეუდგა, მერია განაცხადა, რომ შეთანხმების სურვილი აღარ აქვთ  და  გააგრძელებენ სასამართლო დავას.

გორის რაიონულ სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლით, ვართ მომგებიან პოზიციაზე, მაინც არ ვიცით როგორ დამთავრდება დავა, რადგანაც, ვფიქრობთ, რომ  ბუზალაძის მიერ შეთანხმების შეჩერბა, სავარაუდოდ, მისი ზემდგომების დავალებით მოხდა.

ჩვნ არ ვფიქრობთ, რომ ახლად დანიშნული და გამოუცდელი, გორის მერის მოვალეობის შემსრულებლის პირადი სურვილი იყოს თრიალეთზე ზეწოლა, მაგრამ, ვფიქრობთ,  ამ ყველაფრის უკან,  მისი ახლობელი, საქართველოს სუსის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი დგას, რომლის სავარაუდო მიზანი ,,თრიალეთის,, სამუდამოდ გაჩუმებაა.

ჩვენ ვიბრძოლებთ და სიმართლეს დავამტკიცებთ, მიუხედავად იმისა, მოგვაგებინებენ თუ წაგვაგებინებენ სასამართლოს!

ვაცხადებთ, რომ ვერ შეგვაშინებს, ვერც ოხანაშვილი და ვერც გორის მმართველად, მისი დანიშნული ნათესავები და თრიალეთი ყოველთვის ობიექტურად გააშუქებს ყველა ფაქტს, თუნდაც ეს ეხებოდეს, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ განხორცილებულ ნეპოტიზმის ფაქტებს!



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე