"„იმედის“ თანამშრომლების სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ უდიდეს წუხილს ჩვენი თანამშრომელის, შაკო ნათენაძის დაღუპვის გამო.
შაკო საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და 10 მაისს გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა 7 მაისს დააკავეს.
კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემაზე. მიუღებელი და ამორალურია, ამ უმძიმესი სიტუაციის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და იმედზე თავდასხმისთვის გამოყენება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ შაკოს ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს" - ვკითხულობთ განცხადებაში