გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ, აძვში, ,,ტელეკომპანია თრიალეთის’’ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა პირი, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, ხელს უშლიდა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში, აღნიშნული პიროვნება ფიზიკურად გაუსწორდა ,, ტელეკომპანია თრიალეთის’’ ჟურნალისტს, შორენა ბიჭიკაშვილს. ამ წუთებში გადამღები ჯგუფი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმეში ჩართულია საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

"ტელეკომპანია თრიალეთის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
17-04-2025 18:01
პოსტი ნახა: 1187