ტელეკომპანია თრიალეთის მიმართვა სახალხო დამცველს

ტელეკომპანია თრიალეთის მიმართვა სახალხო დამცველს

15 საათის წინ
პოსტი ნახა: 56

2 ივლისი 2025 წ.     

                                                                     საქართველოს სახალხო დამცველს,

ბატონ ლევან იოსელიანს 

                                                თემა: თხოვნა, ტელე-რადიო კომპანიათრიალეთზეგანხორციელებული ზეწოლის საკითხზე რეაგირების თაობაზე.                        

            ბატონო ლევან,

გაცნობებთ, რომ ტელეკომპანიათრიალეთისმიერ გასაჯაროებული ინფორმაციის შემდეგკერძოდ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის, გორელი ანრი ოხანაშვილის მიერ საკუთარი მეჯვარის, კოტე ბუზალაძის გორის მერად დანიშვნის შესახებტელეკომპანია გახდა პოლიტიკური ზეწოლის ობიექტი.

ასევე, „თრიალეთისთოქ-შოუს სტუმარმა, ბატონმა კახა კუკავამ, საჯაროდ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამის შემდეგ, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, აუკრძალეს ტელეკომპანიათრიალეთისეთერში სტუმრობა და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა.

გადამწყვეტი შეტევათრიალეთზეგანხორციელდა მიმდინარე წლის 30 ივნისს, როდესაც, სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ანრი ოხანაშვილის მითითებით, ტელეკომპანიას დაეკისრა ინკასო, დაახლოებით 10–15 წლის წინ დაგროვილ საგადასახადო დავალიანებაზე.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ზღუდავს ტელე-რადიო კომპანიის საქმიანობას და საფრთხის ქვეშ აყენებს მაუწყებლობის გაგრძელებას

ტელეკომპანია ვეღარ შეძლებს ელექტროენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხის და ხელფასების გადახდას და უახლოეს დღეებში შესაძლებელია, სრულად შეჩერდეს, როგორც ტელევიზიის, ისე რადიოს მაუწყებლობა.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას იძლევაეს გულისხმობს, არა მედიასაშუალების დახურვას, არამედ მისთვის გონივრული ვადების მიცემას, დავალიანების ეტაპობრივად დასაფარად.

არსებობს სხვა მექანიზმებიც, როგორიცაა საგადასახადო შეთანხმება და სხვა, რომლებიც ბიზნესის დახურვას კი არ ემსახურება, არამედ მის გადარჩენასა და განვითარებას.

ჩვენ, წლების მანძილზე, მრავალჯერ მივმართეთ მთავრობას და შემოსავლების სამსახურს, მოეხდინათ ვალის რესტრუქტურიზაცია, ან გაეფორმებინათ საგადასახადო შეთანხმება, რაც მრავალი კომპანიის მიმართ, ათეულობით მილიონიან თანხებზე ხორციელდებოდა, თუმცა, “თრიალეთს” ყოველთვის უარით პასუხობდნენ.

“თრიალეთს” არ უკეთებდნენ ვალის რესტრუქტურიაზაციას, გადახდის ვადის გაწელვას, თუმცა, არც არავინ სთხოვდა გადახდას, მაგრამ, ყოველდღიური საურავების დარიცხვით, ზრდიდნენ დავალიანებას, სავარაუდოდ, ზუსტად ამ დროისთვის, ტელევიზიაზე ზეწოლის განსახორციელებლად!

ბატონო ლევან,

გთხოვთ, დაგვიდგეთ მხარში და მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“ ზეწოლა და პოლიტიკური შურისძიება!

მოგვცენ თავისუფალი მუშაობის საშუალება, მოგვექცნენ სამართლიანად და დავალიანების გადახდისთვის მოგვცენ გონივრული ვადა!

მათთვის ცნობილია, რომ წლების წინ დაგროვილი ვალის და დარიცხული საურავების, ერთიანად გადახდას, „თრიალეთი“ ვერ შეძლებს და ინკასო, მხოლოდ ტელეკომპანიის დახურვას გამოიწვევს, რაც არის მათი მიზანი.  წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური, ჩვენთან დაიწყებდა შეთანხმებას, რომ მოეხდინათ მართლაც დავალიანების ამოღება და არა, თავისუფალი მედიის გაუქმება.

კანონი ავალდებულებს ხელისუფლებას, მოახდინოს ბიზნესის ხელშეწყობა, გაითვალისწინოს პრობლემები, მოახდინოს გადავადება, ვალის გადანაწილება და სხვა, და რასაც ახორციელებს კიდეც, სხვადასხვა ბიზნესებისა, თუ მედია საშუალებების მიმართ, მაგრამ, ჩვენს მიმართ, ზეწოლის მიზნით, ხორციელდება დისკრიმინაციული მიდგომა.

ჩვენ არ ვითხოვთ შეწყალებას! ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სამართლიანობას, მოგვცენ შესაძლებლობა, ვიმუშაოთ და დავფაროთ დავალიანება კანონის ფარგლებში!

ნუ შეგვიწყვიტავენ მაუწყებლობას, იმ სიუჟეტებისა და ინტერვიუების გამო, რომლებიც ჩვენს ეთერში გავიდანუ ისჯებათრიალეთითავისუფალი სიტყვისთვის!

ბატონო ლევან,

გთხოვთ, მხარდაჭერას. რომ, თქვენი თანადგომით, მოხდეს ინკასოს შეჩერება და დავალიანების გადახდაზე, შეთანხმების დაწყება.

 

       პატივისცემით,

       ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“

                                    გენერალური დირექტორი:     /ჯ. ნანეტაშვილი/ 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე