გამოცემა „თაიმსის“ ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში სამშვიდობო მისიის განლაგების გეგმა შეკვეცა.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ უარი თქვა უკრაინაში 30 000-იანი კონტინგენტის გაგზავნის იდეაზე. ამის ნაცვლად, იგეგმება „რეალისტური მიისა“, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას საჰაერო სივრცეში, მხარდაჭერას გაუწევს უკრაინელ სამხედროებს მომზადებაში და შავი ზღვის განაღმვაში.
ცნობითვის, 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა გაჩნდა.
„ჩვენ მზად ვართ, ამას მხარი დავუჭიროთ, მათ შორის ჩვენ მიერ შემუშავებული „მხარდაჭერის ძალების“ განლაგებით საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ“, – განაცხადა სტარმერმა.
ამასთან, როგორც „თაიმსი“ აღნიშნავს „ეს ძალები არ მოამარაგებენ ფრონტის ხაზზე მყოფ სახმედროებს, ხოლო აშშ-ის როლი ჯერ გაურკვეველია“. გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების კოალიცია უზრუნვლეყოფს ლოგისტიკას, ასევე მიაწოდებს უკრაინას იარაღს და სპეციალსიტებს სამხედროების მოსამზადებლად, რაც მოემსახურება უკრაინის სახმელეთო ძალების აღდგენისა და რეორგანიზაციის მიზანს. სამხედროები მომზადება მოხდება უკრაინის დასავლეთ ნაწილში, სადაც „ევროპელ სამხედროებზე თავდასხმის ალბათობა დაბალია“.
ამასთან ერთად, „მსურველთა კოალიცია“ გეგმავს უკრაინის საჰაერო სივრცეში პატრულირებას Eurofighter Typhoon-ის ან F-35 ტიპის თვითმფრინავებით, რათა მოახდინოს რუსეთის თავდასხმების პრევენცია, უზრუნველყოს საერთაშორისო ფრენების აღდგენა და შავი ზღვის უკრაინულ პორტებში გემების უსაფრთხო შესვლა.
სტარმერმა ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, სანქციებით და უფრო ფართო ზომებით, რათა აიძულოს პუტინი, დათმობებზე წავიდეს.