მე მაქვს ინფორმაცია, რომ ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდანაც კი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შეხვედრებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება იყო.
„აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაციაა, რაც მესმოდა შიგნით, რისი გარჩევაც მესმოდა იმას ვავრცელებ. ანუ, „ნაცმოძრაობაში“ პრობლემა, დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. ცხადია, მე არ ვიცი, რა დანაშაულს სჩადიოდა და რას სჩადიოდა ბაჩო ახალაია, უბრალოდ, ფიგურირებდა ამ საქმეში, მასთან შეკრებები კეთდებოდა და ეს პრობლემა იყო.
ბაჩო ახალაიას ხალხი დადიოდა და თინა ბოკუჩავაზე საუბრობდა, რომ ხელფასი აქვს, რა ენაღვლება, ასე აყირავდებდნენ. მე ვსაუბრობ იმას, რასაც მისი თანაპარტიელები წუხდნენ. უფრო მეტიც, მიშასთანაც იყო ამ თემაზე კომუნიკაცია“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.