თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რეჟიმის სისუსტე არ ნიშნავს მის სწრაფ დამარცხებას. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოს დასაბრუნებლად ხანგრძლივია და მოითხოვს მოთმინებას, გონივრულ ნაბიჯებს და მშვიდობიან წინააღმდეგობას. „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ძალადობაზე და ეკონომიკურ ზეწოლასა  დამყარებული. - განცხადებას პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ავრცელებს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 14

თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რეჟიმის სისუსტე არ ნიშნავს მის სწრაფ დამარცხებას. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოს დასაბრუნებლად ხანგრძლივია და მოითხოვს მოთმინებას, გონივრულ ნაბიჯებს და მშვიდობიან წინააღმდეგობას, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ძალადობაზე, ეკონომიკურ ზეწოლასა და კონტროლზეა დამყარებული.

„ქართული ოცნება” დღეს ქვეყანას სახელისუფლებო პასუხისმგებლობით ვეღარ მართავს. მისი ძალაუფლება, ფაქტობრივად, მხოლოდ ძალადობაზე, ეკონომიკურ ზეწოლასა და კონტროლზეა დამყარებული და ეს ძალაუფლება მცირე ოპონირებასაც კი ვეღარ უძლებს.

ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაკავება არა რეჟიმის სიძლიერეზე, არამედ მის სისუსტეზე მიუთითებს. ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილ საკუთარ მოქალაქეებს საზოგადოების ნაწილად აღარ აღიქვამს და მათ ექცევა, როგორც პირად მტერს.

დღეს “ოცნების” კვაზი-მართლმსაჯულება კანონს აღარ ემსახურება, ის პოლიტიკური შიშის ინსტრუმენტად არის ქცეული განსხვავებული აზრის დასასჯელად.

მიუხედავად ამისა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რეჟიმის სისუსტე არ ნიშნავს მის სწრაფ დამარცხებას. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოს დასაბრუნებლად ხანგრძლივია და მოითხოვს მოთმინებას, გონივრულ ნაბიჯებს და მშვიდობიან წინააღმდეგობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ამაფეთქა. სადღაც გვერდით იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან თავის დროზე , - ამის შესახებ გივი თარგამაძემ განაცხადა.  მისი თქმით, შემდეგ შეუერთდნენ საპატიმროში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებიც.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
პროკურატურის განცხადება: - „სუს-ის თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი."

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე