თავისუფლების მოედანზე გელა ხასაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თავისუფლების მოედანზე გელა ხასაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 108

„გაათავისუფლეთ გელა ხასაია“, - ამ ლოზუნგით თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

გელა ხასაიას მხარდასაჭერად თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გელა ხასაია ციხეში „სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად“ აღმოჩნდა. მათივე თქმით, ის და ყველა „სინდისის პატიმარი“ უნდა განთავისუფლდეს. 

აქციაზე იკრიბებიან პარლამენტთანაც, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე