თბილისის მერია - შიდა აუდიტის სამსახურმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკაზე გაწეული ხარჯები შეისწავლა, გაჩნდა კითხვები, ამიტომ მასალები პროკურატურაში გაიგზავნა

თბილისის მერია - შიდა აუდიტის სამსახურმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკაზე გაწეული ხარჯები შეისწავლა, გაჩნდა კითხვები, ამიტომ მასალები პროკურატურაში გაიგზავნა

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 20

დედაქალაქის მერია ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.

როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს.

ამასთან, განმარტავენ, რომ აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.

„მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში“,- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები, შესაძლო დანაშაულის თაობაზე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე