თბილისის მერია - სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება

თბილისის მერია - სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება

24-09-2025 14:59
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 802

სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„უახლოეს მომავალში დაიწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს როგორც უშუალოდ ამ ქუჩების რეაბილიტაციას, ისე ტერიტორიაზე არსებული შენობების მოწესრიგებას. სამუშაოების წარმოებას უკვე ძალიან მალე დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა თბილისის განვითარების ფონდის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ გაიხსნა განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, გუშინ კი საზოგადოებამ იხილა რეაბილიტირებული კიდევ ერთი ისტორიული შენობა, რომელიც წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში მდებარეობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულების მხარდაჭერას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრი შენობა გვაქვს თბილისში, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია, განახლება და ამ მიმართულებას ყურადღება მომდევნო წლებშიც დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე