თბილისის მერიამ სადგურის მოედანთან დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო

თბილისის მერიამ სადგურის მოედანთან დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო

13 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყეს.
სამუშაოებს მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორი კომპანია, შესაბამისი ნორმების დაცვით, განახორციელებს.
ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროს გოგი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები.

თბილისის ვიცე-მერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსაც შეხვდა, რომელთაც გამოხატეს მადლიერება თბილისის მერიის მხრიდან ოპერატიული რეაგირების გამო.

აღინიშნა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, რათა დადგინდეს ზარალის მასშტაბი და თბილისის მერიამ რიგი დახმარების გაწევა შეძლოს  დაზარალებულებისთვის.

 

წყარო

პოსტი ნახა: 44


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე