თბილისში, 26 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

თბილისში, 26 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

24-01-2025 16:33
კატეგორიები: სამართალი

თბილისში, 26 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს.

არსებული ინფორმაციით, მოკლული 26 წლის მამაკაცი ლევან ჯანგულაშვილია, რომელიც წარმოშობით სოფელ ნუკრიანიდან არის.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და მას გაუჩინარების შემდეგ საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

მოკლულის დედა, თეო კრაწაშვილი ადასტურებს, რომ ლევან ჯანგულაშვილს 12 დღის განმავლობაში ეძებდნენ:

„არაფერი ვიცი, რა მოხდა, გამოძიება მიდის... 12 იანვრის შემდეგ ვეძებდით ბავშვს. არც მკვლელი ვიცი, არც მკვლელობის მოტივი. ლევანი მშენებლობაზე არ მუშაობდა, უბრალოდ, მისი გვამი იპოვეს იქ (ვაშლიჯვარში)“, - აცხადებს მოკლულის დედა AMBEBI.GE-თან საუბარში.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 801


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!