თბილისში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა

თბილისში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა

24-09-2025 14:01
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 988

ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მონუმენტი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.

„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა - ჩვენს ქალაქში ვხსნით დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ თბილისი იყო და არის ქართველთა ისტორიული მეხსიერების, ჩვენი ეროვნული იდენტობის კერა. ეს ძეგლი ერთგვარი გზავნილია ჩვენი შვილებისთვის, მომავალ თაობისთვის, რომ საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით, დიდი კულტურით, ღირებულებებით, რომელიც ხან ბრძოლით, ხან შენებით და რაც მთავარია, გონიერი პოლიტიკით დღემდე მოგვიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, დიდმა მეფეებმა. საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და მისი მშვიდობიანი მომავლის. ასევე სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მონუმენტი შეიქმნა მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, რომლის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის საყვარელი ქანდაკება - ერეკლე II -ის ცხენოსანი ძეგლი თელავში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე ცნობით, ნამუშევარი მოქანდაკეების ჯგუფმა ცნობილი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნა. მონუმენტი, რომელიც ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე II-ის ღვაწლის უკვდავსაყოფად განთავსდა, სივრცეს დამატებით კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ღონისძიებას მოქანდაკეები, არქიტექტორები და სხვა ხელოვანები ესწრებოდნენ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე