თბილისში ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა 3 და გადაიდო 2 ავიარეისი.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.
უფრო კონკრეტულად, გაუქმდა თურქეთის ავიახაზების სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი - 2 რეისი, „პეგასუსის“ - სტამბოლი-თბილისის რეისი, ასევე გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-თბილისის რეისი.
როგორც თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ რეისების ჩვეულ რეჟიმში მიღება ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.