მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ვერა ჟუროვასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის.
პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტში, როცა რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს საქართველოში გავლენების გაფართოებასა და ფეხის მოკიდებას, ევროკომისიის ამ ნაბიჯმა უფრო მეტად გააძლიერა საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მისწრაფებები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.