თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

14-11-2025 15:41
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 581

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო.

მათივე ინფორმაციით, დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„თბილისის მერიის დავალებით, საახალწლო განათებების მონტაჟი დედაქალაქის მასშტაბით სრულად განხორციელდება. ყველა რაიონში შერჩეულია ქუჩები, სადაც ოპტიმალურია და ტექნიკურადაც შესაძლებელია ილუმინაციების მოწყობა, იმისათვის, რომ ქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს საახალწლო განწყობა შევუქმნათ“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

თბილისის მერიის ცნობით, ილუმინაციები და დეკორაციები თბილისის ათივე რაიონში 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა. მათივე განმარტებით, სამონტაჟო სამუშაოებში ყოველდღიურად „თბილსერვის ჯგუფის“ 190-მდე თანამშრომელი და შესაბამისი სპეცტექნიკაა ჩართული.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე