თბილისში სამი ადამიანი, მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა

თბილისში სამი ადამიანი, მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა

04-10-2025 14:24
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 945

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას IPN.GE ავრცელებს. 

 

ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილები არიან ერთი ოჯახის წევრები - მშობლები და შვილი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მათივე საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ვარდნა გახდა.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.

 


მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე