მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ, ვინც პატივს სცემს დემოკრატიას, პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისგან, სადაც ინტეგრაცია გვინდა, მოველი, რომ პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევნებს

მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ, ვინც პატივს სცემს დემოკრატიას, პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისგან, სადაც ინტეგრაცია გვინდა, მოველი, რომ პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევნებს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 114

„ზოგადად, არჩევნები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და რაც მთავარია, სტაბილური განვითარებისთვის. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ჩვენი საქართველოს მოქალაქეები და გადაწყვეტილებას იღებენ იმაზე, თუ ვინ უნდა მართოს ქალაქი, სოფელი და ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება უცხოეთის რეაქციებს - ყველამ, ვინც პატივს სცემს დემოკრატიას, პირველ რიგში, პატივი უნდა სცეს, სწორედ ხალხის არჩევანს. განსაკუთრებით იმ ქვეყნებისგან, სადაც ჩვენ ინტეგრაცია და ასოცირება გვინდა, ვგულისხმობ დასავლეთის ქვეყნებს, მოველი, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევნებს“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ბოჭორიშვილმა ისაუბრა დღეს, ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზეც და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარების ერთადერთი გზა არის არჩევნები.

„თუ კი გამოხატვის თავისუფლება იქნება მშვიდობიან ფორმებში, ყველას აქვს ეს შესაძლებლობა, რომ გააკეთოს. რაც შეეხება ხელისუფლების გადაბარებას, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ხელისუფლების ცვლილება ერთადერთი გზით ხდება და ამას არჩევნები ჰქვია. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ, რომ ისაუბრონ დემოკრატიაზე და დემოკრატიის სტანდარტებზე“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე