თბილისში შვილმა მამა დაჭრა - პროკურატურამ დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა

თბილისში შვილმა მამა დაჭრა - პროკურატურამ დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 46

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

პროკურატურის ცნობით, დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე