თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა სილამაზის სალონი გაქურდეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა სილამაზის სალონი გაქურდეს

21-05-2025 00:44
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 892

ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი" ავრცელებს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სილამაზის სალონი გაქურდეს. "მთავარს" ობიექტის შიდა სივრცეში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი მიაწოდეს, სადაც კარგად ჩანს 3 პირი, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები, რომლებიც უჯრიდან ფულს იღებენ და ტერიტორიას ტოვებენ.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 100 ლარამდე ოდენობის თანხა. როგორც მთავარს უთხრეს, მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა იმის გამო, რომ დანაშაულის ჩამდენები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან, მათ ვერ დააკავებენ. შემთხვევა 20 მაისს, საღამოს დაახლოებით 21 საათზე მოხდა. 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე