1-ელ კვარტალში შსს-მ ნარკოლოგიური შემოწმება 1479 პირს ჩაუტარა - რამდენის ტესტმა აჩვენა დადებითი პასუხი

1-ელ კვარტალში შსს-მ ნარკოლოგიური შემოწმება 1479 პირს ჩაუტარა - რამდენის ტესტმა აჩვენა დადებითი პასუხი

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 124

შსს-ს მონაცემების თანახმად, 2025 წლის 1-ელ კვარტალში, ნარკოლოგიური შემოწმება 1 479-მა პირმა გაიარა და მათგან 1 113-ის ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა.

შემოწმებისა და დადებითი შედეგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, სადაც 640 გადამოწმებულიდან 542-ის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სამცხე-ჯავახეთში - 5-დან 4.

გთავაზობთ სრულ სტატისტიკას, რეგიონების მიხედვით:

  • თბილისი - 542 (640-დან)
  • კახეთი - 184 (212-დან)
  • სამეგრელო - 113 (133-დან)
  • იმერეთი - 80 (144-დან)
  • ქვემო ქართლი - 74 (110-დან)
  • შიდა ქართლი - 66 (96-დან)
  • აჭარა - 38 (117-დან)
  • გურია - 12 (22-დან)
  • სამცხე-ჯავახეთი - 4 (5-დან)


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე