The Financial Times: უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სიმცირეს განიცდის, რადგან პენტაგონი მომარაგებას ანელებს

The Financial Times: უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სიმცირეს განიცდის, რადგან პენტაგონი მომარაგებას ანელებს

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 147

უკრაინა ცდილობს თავი აარიდოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მწვავე უკმარისობას, რადგან აშშ მათ მომარაგებას ანელებს, ხოლო რუსეთი საჰაერო დარტყმებს ზრდის. სტატიას ამ შინაარსით The Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ვითარება გამწვავდა იმის გამო, რომ აშშ რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო ელემენტებს არარეგულარულად და მცირე მოცულობით აწვდიდა.

როგორც The Financial Times-ი წერს, ჩინოვნიკები და ანალიტიკოსები აფრთხილებდნენ ამერიკულ მხარეს, რომ თუ მოსკოვი ესკალაციას გააგრძელებს, ან სარაკეტო დარტყმების ინტენსივობას გაზრდის, უკრაინის საჰაერო დაცვის ქვედანაყოფებში სისტემების დეფიციტი შეიქმნება.

„როდის ამოიწურება საბრძოლო მასალა - ეს დროის ამბავია“, - განაცხადა წყარომ, რომელიც აშშ-ის მიერ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგების საქმეს იცნობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე