The Guardian - აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში ლგბტქ+ პრაიდი მაინც იმართება

The Guardian - აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში ლგბტქ+ პრაიდი მაინც იმართება

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 181

აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში ლგბტქ+ პრაიდი იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

უნგრეთის დედაქალაქის, ბუდაპეშტის ცენტრში ლგბტქ პრაიდის მონაწილეები იკრიბებიან.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ მსვლელობაში მონაწილეობას ათიათასობით ადამიანი მიიღებს.

ცნობისთვის, აპრილში უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო შესწორება მიიღო, რომელიც ლგბტქ+ თემებისთვის შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა.

„მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე