The Wall Street Journal - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მასობრივ დეპორტაციებს 21 იანვრიდან დაიწყებს

The Wall Street Journal - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მასობრივ დეპორტაციებს 21 იანვრიდან დაიწყებს

18-01-2025 16:40
კატეგორიები: მსოფლიო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მასობრივ დეპორტაციებს 21 იანვრიდან დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journa l-ი ავრცელებს.

WSJ-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი რეიდის განხორციელებას პირველივე დღეს, ჩიკაგოში გეგმავს და ოპერაციის სამიზნე კრიმინალური წარსული მქონე პირები იქნებიან.

ტომ ჰომენმა, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ე.წ. საზღვრის მეფის თანამდებობას დაიკავებს, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო (ICE) მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს.

„მასშტაბური რეიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ჩიკაგო მრავალი ადგილიდან მხოლოდ ერთია. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 ადგილობრივი ფილიალი გვაქვს. სამშაბათს აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო თავის საქმეს გააკეთებს”, - განაცხადა ტომ ჰომენმა.

პოსტი ნახა: 129


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!