„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციისგან წამოსულ შენიშვნებს ამ თემაზე მმართველი გუნდი ვერ მიიღებს.
„აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების, ომის პირობებში, საპატიმროში თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა იკივლოს ელენე ხოშტარიამ ქუჩაში, მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან, სწორედ ელენე ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როდესაც ათასეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. ასე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები, ჯარისკაცები და რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.