თელავში ცხრა საუკუნოვანი ჭადრის ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში ცხრა საუკუნოვანი ჭადრის ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს

29-11-2024 16:40
კატეგორიები: რეგიონი

თელავში 900 წლოვანი ჭადრის ხის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნით, ყოველწლიური სხვლა და ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თელავის მუნიციპალური მერია ავრცელებს.

საუკუნოვანი ჭადრის ხის სხვლისა და ფორმირების სპეციალური სამუშაოები ხმელი ტოტების მოჭრით, ამონაყარის ოპტიმიზაციით, არასწორად მზარდი ტოტების მოცილებით, გადამკვეთი და ხახუნა ტოტების მოცილებით, ჰაეროვნების ნათელი სივრცის შექმნით განისაზღვრება.
სამუშაოები ასევე ითვალისწინებს ხის შიდა გრუნტის დამუშავებას, დასუფთავებასა და ახალი გრუნტით შევსებას(ფესვთა ყელის და შტამბის სადგარის არეალში).
არსებული ფიზიკო-ქიმიური ანალიზის, ფიტოსანიტარული მონიტორინგისა და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, სხვლისა და ფორმირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, 900 წლოვანი ჭადრის ხე ფიტოსანიტარულად დამუშავდება.
მიმდინარე სამუშაოები, კონრტაქტორი კომპანიის წარმომადგენელთან და სპეციალისტთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა მოინახულა.
საუკუნოვანი ჭადრის ხის სხვლა-ფორმირებისა და დაკავშირებული სამუშაოები 22 000 ლარით ფინანსდება. 
პოსტი ნახა: 1175


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე