თინა ბოკუჩავა კონგრესის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდა

თინა ბოკუჩავა კონგრესის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდა

18-07-2024 08:56
კატეგორიები: Uncategorized

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, რესპუბლიკური პარტიის კონგრესის ფარგლებში, თინა ბოკუჩავამ შეხვედრები გამართა კონგრესის სპიკერ მაიკ ჯონსონთან, წარმომადგენლობითი პალატის ყოფილ სპიკერთან და საპრეზიდენტო კანდიდატთან ნიუტ გირნიჩთან, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრთან ლიზ ტრასთან და კევინ რობერთან, რომელიც „ჰერითეჯ ფონდის“ პრეზიდენტი და წამყვანი რესპუბლიკური Think Tank-ია ამერიკაში.

“რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესის ფარგლებში, ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, მათ შორის შევხვდით კონგრესის სპიკერს მაიკ ჯონსონს. მას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ოქტომბრის არჩევნებზე ვესაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა. პირადად მივესალმეთ დონალდ ტრამპს, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაც სწორედ აქ მოხდება. ძალიან ამაყი ვარ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც საქართველოდან არის წარმოდგენილი. ჩვენ აქ შეგვიძლია საქართველოს სახელით ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის მნიშვნელობა გავაჟღეროთ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოსტი ნახა: 41


გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!