თინა ბოკუჩავა - ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია

თინა ბოკუჩავა - ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 198

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია. რუს-ქოცები არიან ჩამოშლის ზღვარზე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „ფეიბუქზე“ წერს.

„არ ვარ თბილისში. მალე ვიქნები. მივდივართ სუს-ის შენობასთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია. რუს-ქოცები არიან ჩამოშლის ზღვარზე! ახლა გაჩერება დანაშაულია! ვიბრძვით ბოლომდე!“, - წერს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეიყვანეს. ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე