თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ

თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 166

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ კამპანია „ქალი ქალია და კაცი კაცია“ და „ვიზალიბერალიზაციის გამო ევროპაში ვინმეს გაათხოვებდნენ“, ჩაუვარდა.

„მას შემდეგ, რაც ჩაუვარდათ კამპანია „ქალი ქალია და კაცი კაცია“ და მაშინ, როდესაც უამრავი არაკაცი გამოვლინდა „რუსული ოცნების“ რიგებში, საქართველოს მოქალაქეები მიხვდნენ, რომ ეს იყო იაფფასიანი პროპაგანდა და ივანიშვილის „ტრიუკი“ რომ ვიზალიბერალიზაციის გამო, ევროპაში ვინმეს გაათხოვებდნენ. ასევე ეტყობა მიხვდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პროპაგანდა და ამაზე საერთოდ საუბარი არ არის მათთვის მომგებიანი. ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ ამ თემაზე არ ისაუბრონ. ჩვენ ვალდებულები ვართ საქართველოს მოქალაქეებს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ, საფრთხის ქვეშ დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმის ნაბიჯების გამო ვიზალიბერალიზაცია. მინდა გითხრათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედეს, არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ არჩევითად და მიზნობრივად მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე