⚫️ თითქმის ნახევარი საუკუნე სცენაზე - გარდაიცვალა გორის თეატრის მსახიობი კახა ბერიძე.
💬 "დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამთ ერისთავის თეატრის გამორჩეული და უაღრესად ნიჭიერი ვარსკვლავოსანი მსახიობის, ა. ხორავას სახელობის პრემიის ლაურეატის კახა ბერიძის გარდაცვალების გამო. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება, სიღრმითა და ემოციით გამორჩეული როლები და უსაზღვრო ერთგულება თეატრისადმი ქართულ კულტურაში ღირსეულ კვალად დარჩება. მისი სახე და ხმა კიდევ დიდხანს იცოცხლებს მაყურებლის გულებში. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ მძიმე დანაკარგს💔" 📍 სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს, 11:00 საათიდან, დაკრძალვა 14:00 საათზე