თქვენ ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარი ჩაგერიცხებათ – ნახეთ, ვის შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა

თქვენ ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარი ჩაგერიცხებათ – ნახეთ, ვის შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა

10-03-2023 05:42
კატეგორიები: ეკონომიკა

თბილისის მერიაში სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარება გაიცემა.

რა არის პროგრამის არსი?

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა.

ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?

ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.

ფულადი დახმარების ოდენობა 500 ლარს შეადგენს, ერთჯერადად. ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.

კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

პოსტი ნახა: 419


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!