თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის დაცვის მონიტორინგის პროცესში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის დაცვის მონიტორინგის პროცესში

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 133

თურქეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის დაცვის მონიტორინგის პროცესში.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომელიც დისტანციურად ესწრებოდა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას.

ონლაინ შეხვედრისას ჰაკან ფიდანმა ხაზი გაუსვა თურქეთის ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ფიდანმა გამოხატა ანკარას მხარდაჭერა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიმართ.

როგორც თურქული მედია წერს, ფიდანმა გამოთქვა თურქეთის მზადყოფნა შეასრულოს თავისი მოვალეობები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგში.

ცნობისთვის, „მსურველთა კოალიცია“ მოუწოდებს რუსეთს, 12 მაისიდან დათანხმდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღის ვადით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე