თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კიდევ 36 ისრაელელი მაღალჩინოსნის და სამხედროს დაკავების ორდერი გასცა

თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კიდევ 36 ისრაელელი მაღალჩინოსნის და სამხედროს დაკავების ორდერი გასცა

08-11-2025 15:11
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 453

თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კიდევ 36 ისრაელელი მაღალჩინოსნის და სამხედროს დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია სტამბოლის მთავარი პროკურორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტამბოლის მთავარი პროკურორის ოფისის განცხადებით, ისრაელის 37 მაღალჩინოსანს და სამხედროს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ღაზის სექტორში გენოციდის განხორციელება ედებათ ბრალად.

დაკავების ორდერები ასევე გაცემულია თავდაცვის მინისტრ, ისრაელ კაცზე, ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაურ, ეიალ ზამირზე და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ, იტამარ ბენ-გვირზე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე