თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი მსოფლიო
პოსტი ნახა: 170

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მინისტრი ალი იერლიკაია X-ზე წერს, დაკავებული “კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის” ბრალდებით იძებნებოდა და ის ძირითადად რუსეთში ოპერირებდა.

მისივე ცნობით, ამავე ოპერაციის ფარგლებში დააკავეს რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლ.რ.-ც, რომელსაც ბრალად საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა ედება.

“რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით “საერთაშორისო ტერორიზმის” მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ძებნილი პირი ჰათაის პროვინციაში დააკავეს,” – წერს მინისტრი X-ზე



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე