ტრაგიკულად დაიღუპა 18 წლის ფრანგი მოთხილამურე

ტრაგიკულად დაიღუპა 18 წლის ფრანგი მოთხილამურე

25-04-2025 21:10
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 510

ფრანგი მოთხილამურე და ეროვნული ჩემპიონი სლალომში, მარგო სიმონი, ვარჯიშის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას ფრანგული სპორტული გამოცემა ავრცელებს.

გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე, გოგონამ 18 წლის იუბილე აღნიშნა.

შემთხვევა 24 აპრილს, სათხილამურო კურორტ ვალ-დ”იზერზე მოხდა. გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა იყო: სპორტსმენი შეჯიბრებამდე ვარჯიშის დროს დაეცა.

სასწრაფო დახმარების ექიმების ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგედიის გამო, Red Bull Alpine Park-ის შეჯიბრებები ჩაიშალა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე