ცესკო - 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 991 651 ადამიანი მივიდა - ამომრჩეველთა აქტივობა 28.22%-ია

ცესკო - 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 991 651 ადამიანი მივიდა - ამომრჩეველთა აქტივობა 28.22%-ია

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 101

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობამ ამომრჩეველთა 28.22% შეადგინა. კერძოდ, ამ დროისთვის, ხმის მიცემის უფლებით 991 651-მა მოქალაქემ ისარგებლა.

ნათია იოსელიანის განმარტებით, კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას და საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე