წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული ნავის გადაბრუნების შემდეგ მაშველები 17 ადამიანს ეძებენ , - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ეგვიპტელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეგვიპტის წითელი ზღვის საგუბერნატოროს ინფორმაციით, ნავმა, რომელსაც 31 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი გადაჰყავდა, განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 5:30 საათზე გასცა.
გამოცემის ცნობით, დაკარგულებს შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც არიან.
გუბერნატორის, ამრ ჰანაფის ცნობით, მაშველებმა 28 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
 
                                 
                         
                         
                         
                 
             
                         
             
             
             
             
             
             
             
                 
                