წყალდიდობას 90 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაკარგულები

წყალდიდობას 90 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაკარგულები

7 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 19

BBC- ის ინფორმაციით, ვიეტნამში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 12 დაკარგულად ითვლება.

ვიეტნამის მთავრობის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 186 000 სახლი დაზიანდა, სამ მილიონზე მეტი პირუტყვი კი განადგურდა.

ზარალი ასობით მილიონი ფუნტის ოდენობითაა მიყენებული.

AFP-ის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მთიანი პროვინცია დაკ ლაკი მნიშვნელოვნად დაზარალდა, 16 ნოემბრიდან 60-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს წყალდიდობა ბოლო თვეების განმავლობაში ვიეტნამში მომხდარი ექსტრემალური ამინდის უახლესი მოვლენაა, მას შემდეგ, რაც ტაიფუნებმა კალმაეგიმ და ბუალოიმ ქვეყანას ერთმანეთისგან რამდენიმე კვირის ინტერვალით დაატყდა თავს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე