ცნობილი გახდა შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა - „დედ-მამა არ ჰყავდა და ფიზიკური შრომით და წვალებით ირჩენდა თავს“

ცნობილი გახდა შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა - „დედ-მამა არ ჰყავდა და ფიზიკური შრომით და წვალებით ირჩენდა თავს“

15-07-2025 01:00
პოსტი ნახა: 506

სალომე სიმონია სოციალურ ქსელში შენობის ჩამოგრევის შედეგად დაღუპული შესახებ წერს:

,,ერთ-ერთი, ვინც ვაგზალზე, ბეტონის ქვეშ მოყვა, 40 წლის დათო ბართიაა, სამეგრელოდან, სოფელი ბალდიდან.

უპატიოსნესი და უკეთილშობილესი ადამიანი ყოფილა. დედ-მამა არ ჰყავდა და ფიზიკური შრომით და წვალებით ირჩენდა თურმე თავს.

მხოლოდ და ჰყოლია, რომელიც შემთხვევის დროს იქვე იყო. საბედნიეროდ ის გადარჩა.“

შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

წყარო: 

თრიალეთის გუნდი სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპულის ოჯახს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე