ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

10-05-2025 19:03
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1043

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და.

გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. 

გარდაცვლილ კურიერს მეგობრები ემშვიდობებიან:

"ჩემი შაკო აღარ გვყავს.

3 წლის წინ გავიცანი, მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი, მაგრამ ვინც იცნობდით, ყველამ იცით როგორი იყო ჩვენი შაკო.

მისი იუმორი, მისი ადამიანობა, მისი ავ-კარგიანობა".

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ. 

თრიალეთის გუნდი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს... 

 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე