ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

9 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა

2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 310 982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 43.3%-ით მეტია.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები ინდოეთიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 124 335 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +46.8%-ია. ვიზიტები იზრდება ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნიდან საქართველოში 88 583 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 83.4%-ია. ზრდა არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აშშ-დან საქართველოში 51 728 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 10.7%-ია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 76


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!