საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, 14 ოქტომბერს შიგა განაწესის დარღვევის გამო, TV პირველისა და ფორმულას გადამღები ჯგუფები, მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ.
"დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, TV პირველის და TV ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ". - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2022 წლიდან, საპატრიარქომ მედიას საპატრიარქოს კუთვნილი სივრცეებში "ვითარების შესაბამისი რეგულაციები" დაუწესა, კერძოდ გასაშუქბლად ჟურნალისტებს სპეციალური აკრედიტაციის მიღება სჭირდებათ, ასევე, გამოყოფილია სპეიცალური ზონა მედიისთვის.