„ტვ პირველი“ - ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ - მას თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნება

„ტვ პირველი“ - ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ - მას თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნება

12-05-2025 16:39
პოსტი ნახა: 1227

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც, არხის ცნობით, ყოფილი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ.

ტელეკომპანიის განმარტებით, მარიამ მაკასარაშვილს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი, ასევე წვა აღენიშნება.

„ბუნებრივია, მასთან არსებობდა კითხვები და სწორედ ამ კითხვების დასასმელად მოვედით მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ გიორგი შინჯიკაშვილის ოჯახის წევრები. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შინჯიკაშვილის მამასთან და ინტერვიუ ჩავწერეთ. მამამ თქვა, რომ რამდენიმე წამის წინ გაიგო ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა დატოვა თანამდებობა. როდესაც ჩვენ ვტოვებდით მიმდებარე ტერიტორიას და ვიღებდით მასალას, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად აგრესიული გახდა ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ. ის ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა, თავდაპირველად, ჩემს ოპერატორს ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა, კამერა წაართვა, რომლითაც ამ ინტერვიუს ვიღებდით. ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიდექი და ხელში ჩემი კუთვნილი მობილური მეჭირა, ეს მობილურიც გამომართვა და გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ ხელიც კი გამარტყა“,- აცხადებს მარიამ მაკასარაშვილი.

ჟურნალისტის თქმით, მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს. მარიამ მაკასარაშვილი აცხადებს, რომ სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

„სახეზე დაზიანებები მაქვს მეც და ჩემს ოპერატორსაც. კამერაც დაზიანებულია, მოტეხილი აქვს გარკვეული ნაწილი“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე